კაფე "ხადილი"
საქართველოს უნივერსიტეტის კაფე მისი დაარსების დღიდან არსებობს, თუმცა დასაწყისისათვის იგი დღევანდელი I კორპუსის ფოიეს პატარა ნაწილს მოიცავდა.
უნივერსიტეტის გაფართოებასთან ერთად კაფეც უფრო გაფართოვდა და კეთილმოწყობილი გახდა. 2008 წლის 17 ნოემბერს მის ბაზაზე დაარსდა კაფე “ხადილი”, რომელიც III კორპუსის II სართულზე მდებარეობს.
2012 წლის იანვრამდე, იგი ემსახურებოდა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, თანამშრომლებს, საქართველოს უნივერსიტეტის სკოლას და სპორტ სკოლას. ამჟამად იგი ძირითადად მხოლოდ სკოლას და სპორტულ სკოლას ემსახურება.
2012 წლის იანვრიდან უნივერსიტეტის ახალი, IV კორპუსის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ფუნქციონირებას იწყებს ამავე კორპუსის II სართულზე მდებარე, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი კაფე. ორივე კაფეს აქვს საკუთარი სამზარეულო და საცხობი, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს უმასპინძლდება გემრიელი ქართული და მსოფლიო სამზარეულოს უნიკალური ტრადიციული და არატრადიციული კერძებით. გარდა ამისა კაფე ემსახურება კონფერენციების, ტრენინგების და პრეზენტაციების მონაწილეებს.
კაფეს ტრადიციად აქვს უნივერსიტეტის თანამშრომლების დაბადების დღეების ორიგინალუყრად აღნიშვნა.
![]() |
![]() |



