მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

 

A 1

A1/1
A1/2

დაწყებითი დონე

A 2

A2/1
A2/2

ელემენტარული დონე

B 1

B1/1
B1/2

საშუალო დონე

B 2

B2/1
B2/2

საშუალო დონე

C 1

 

C 2

C1/1
C1/2

C2/1
C2/2

მაღალი დონე

 

A1 დაწყებითი დონე
 
კურსი განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იწყებენ ენის შესწავლას. ასევე მათთვის, ვისაც სურს Aupair- ის პროგრამით გაემგზავროს გერმანიასა თუ ავსტრიაში, ან სურს მიიღოს მონაწილეობა მიუნსტერის საზაფხულო კურსებში. კურსის მიზანია, ენის შემსწავლელს შეუქმნას საფუძველი გერმანული ენის შემდგომი სრულყოფისათვის, შესძინოს მას ყოფით სფეროებში საუბრის წარმართვის, მარტივი წინადადებების გაგების და გამოყენების, თავის წარდგენის, მარტივი კითხვის დასმის, პასუხის გაცემის, მისთვის ნაცნობ თემებზე მოსმენილის გაგების და გადმოცემის, მარტივი გამონათქვამებით მეტყველების უნარი.
კურსი ემსახურება საწყის ეტაპზე მოსამზადებელი, მარტივი გრამატიკული ფორმების მიწოდებას, ლეკსიკური ბაზის შექმანს. დიდი ყურადღება მიენიჭება სტუდენტთა გერმანულ ენაზე საუბრის, წერის, მოსმენის, კითხვის უნარების ჩამოყალიბებას.
 
A2 ელემენტარული დონე
 
კურსის მიზანია, შესძინოს ენის შემსწავლელს სამეტყველო უნარ-ჩვევები. ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა. ზოგად თემებზე საუბრის წარმართვის, მარტივი წინადადებების გაგების და გამოყენების, მონოლოგიური და დიალოგური მეტყველების, ინფორმაციის გაცვლის, მოსმენილის გაგების და გადმოცემის უნარი.
 
B1 საშუალო დონე
 
ამ კურსის მიზანია, შესძინოს ენის შემსწავლელს სამეტყველო უნარ-ჩვევები, ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა. მისცეს ენის შემსწავლელს მდიდარი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს მას გერმანულ ენაზე სწორად და თავისუფლად მეტყველების, აღქმა-გაგების უნარი.
 
B2 საშუალო დონე
 
კურსის მიზანია, მისცეს ენის შემსწავლელს მდიდარი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს მას უცხო ენაზე აღქმა-გაგების, საყოფაცხოვრებო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სხვა თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველების უნარი.
 
(ამ კურსის მიზანია, მიზანმიმართულად მოამზადოს მომავალი მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასევე DAAD-ეს მომავალი სტიპენდიანტები უცხო ენაში B1, B2, C1, DSH– ის სერთიფიკატების მოსაპოვებლად, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად).
 
C1 მაღალი დონე
 
კურსის მიზანია, მისცეს კურსის მონაწილეს პროფესიულ სფეროში წარმატებული კომუნიკაციის  შესაძლებლობა. განუვითაროს მას გერმანულ ენაზე ნებისმიერი ტექსტის სწორად და თავისუფლად  აღქმა-გაგების, საყოფაცხოვრებო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ენათმეცნიერულ, ლიტერატურათმცოდნეობით  და ნებისმიერ სხვა თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველების უნარი, შეუქმნას მას გერმანულენოვანი გარემო.
 
(კურსი განკუთვნილია აგრეთვე დოქტორანტებისთვის და მომავალი DAAD-ის სტიპენდიანტებისთვის, ვისაც სურსC1, DSH–ას სერთიფიკატების მოპოვება და სრულყოფილად ფლობენ გერმანულ ენას).
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013
best tracker